სწავლა-სწავლების პროცესი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ჩამოსაყალიბებლად მაია ბლიაძე

Authors

  • მაია ბლიაძე გეოგრაფიის დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის ექპერტ-კონსულტანტი
  • შორენა ტყემალაძე განათლების მეცნიერებათა დოქტორი, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

Abstract

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის მეორე პუნქტში, რომლის სახელწოდებაც არის „ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა” აღნიშნულია, რომ “მოზარდმა უნდა იცოდეს, რა ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს გარემოს ადამიანის ამა თუ იმ მოქმედებამ, როგორ შეინარჩუნოს და დაიცვას ბუნებრივი გარემო”.

 დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, როდესაც არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში სულ უფრო ხშირად ისმის განცხადებები ეკოლოგიური პრობლემებით გამოწვეული საფრთხეებისა და მიღებული შედეგების შესახებ, განსაკუთრებით აქტუალურია გარემოსდაცვითი განათლება და მასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. სკოლა კი სწორედ ის ადგილია, სადაც მოსწავლემ სიღრმისეულად უნდა გაიაზროს და გაითავისოს, თუ რას ნიშნავს გარემოს დაცვა, რა პოზიტიური თუ ნეგატიური შედეგი შეიძლება მოუტანოს მას თითოეული ადამიანის და, ზოგადად, საზოგადოების დამოკიდებულებამ და ქმედებამ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ჯანმრთელობას, ცოცხალი ორგანიზმების საარსებო პირობების შენარჩუნებას, მის გაუმჯობესებას და ა.შ., მისი სწავლება კომპლექსურ ხასიათს უნდა ატარებდეს. ეს არა მარტო საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების, არამედ სხვა საგნების სწავლების კომპონენტსაც უნდა შეადგენდეს.

Published

2023-07-03

How to Cite

მაია ბლიაძე, & შორენა ტყემალაძე. (2023). სწავლა-სწავლების პროცესი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ჩამოსაყალიბებლად მაია ბლიაძე. World Scientific Reports, (3). Retrieved from https://ojs.scipub.de/index.php/WSR/article/view/1831

Issue

Section

Geographic Sciences