ელექტრონული ხელშეკრულებების სამართლებრივი რეჟიმი, ვალიდურობის კრიტერიუმები და პრაქტიკული გამოწვევები
Abstract
თანამედროვე ციფრული ეპოქა ფუნდამენტურად ცვლის ჩვენს წარმოდგენას ხელშეკრულებრივ ურთიერთობებზე. ინტერნეტ ტექნოლოგიების განვითარებამ და COVID-19 პანდემიამ დაასრულა ის პროცესი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში თანდათან მიმდინარეობდა - ხელშეკრულებრივი ურთიერთობები გადავიდა ციფრულ სივრცეში. დღეს უკვე არავინ გაიკვირვებს ონლაინ შოპინგი, ელექტრონული ბანკინგი თუ ციფრული პლატფორმების მეშვეობით სხვადასხვა სერვისის მიღება. ამ ტრანსფორმაციამ კი შექმნა მთელი რიგი სამართლებრივი გამოწვევები, რომელთა პასუხიც ტრადიციულ სამართალში ყოველთვის არ არის ცალსახად მოცემული. ელექტრონული ხელშეკრულებების სამართლებრივი ძალა, მათი ვალიდურობის კრიტერიუმები, მტკიცებულებრივი ღირებულება და ეფექტიანი აღსრულების მექანიზმები - ეს ის საკითხებია, რომლებზეც თანამედროვე სამართალმა უნდა მისცეს ადეკვატური პასუხი. სამართლებრივი მეცნიერებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარდამავალი პერიოდი, რომელშიც ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით. ერთი მხრივ, ტრადიციული სამოქალაქო სამართლის ინსტიტუტები ინარჩუნებენ თავიანთ ძირითად მნიშვნელობას და გავლენას, მეორე მხრივ კი, ციფრული ტექნოლოგიები ქმნიან ისეთ სამართლებრივ რეალობას, რომელიც სჭირდება ნორმატიული რეგულირების ახალ მიდგომებს.
Published
How to Cite
Issue
Section
License

This work is licensed under a Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 International License.