Characterization of literary title as a textual phenomenon in the context of „On the Poetics of Titles“

Authors

  • Maia Gabadadze Asisstant-Professor, Kutaisi University, 13, Tsereteli str., Kutaisi, Georgia, https://orcid.org/0009-0002-5067-9229

Keywords:

სათაურთმცოდნეობა, მხატვრული ტექსტი, სათაური, ნარატოლოგია, პერცეფცია

Abstract

 

 სათაურის როგორც ფენომენის კვლევა საკმაოდ რთულია და მას მრავალ თეორიულ მიდგომასთან მივყავართ, რომლებიც ამ უკანასკნელის თვისებრივ მრავალფეროვნებას წარმოაჩენენ. ფართოდ აღიარებული ფაქტია, რომ სათაური ერთგვარი მიმანიშნებელია ტექსტის მთავარ კონფლიქტზე. იგი გარკვეულწილად წარმართავს მკითხველის ფანტაზიას და მის ყურადღებას ტექსტის მთავარი კონცეპტისკენ მიმართავს. ამგვარად, სათაური აკავშირებს ავტორსა და მკითხველს. სათაურში ჩადებულ აზრს და ავტორისეულ ინტენციას ყველა ვერ გაიგებს, ამას მხოლოდ გამოცდილი და სიტყვიერი ხელოვნების მცოდნე მკითხველი თუ მიხვდება. მკითხველი გამართლებული პროგნოზების დაგროვებით აღწევს თვისებრივად ახალ სტატუსს – ტექსტში ჩადებული ესთეტიკურ-შემეცნებითი ინფორმაციის აღქმას. ნაშრომი წამოგვიდგენს სათაურის იმ ძირითადი მახასიათებლებს, რომელთა ერთობლიობაც განაპირობებს ამ ფენომენის განმსაზღვრელ როლს როგორც მხატვრული ტექსტის შექმნასა და პრეზენტაციაში, ასევე მის მხატვრულ–ესთეტიკურ რეცეფციაში.  

Published

2024-06-30

How to Cite

Maia Gabadadze. (2024). Characterization of literary title as a textual phenomenon in the context of „On the Poetics of Titles“. Interdisciplinary Science Studies, (6). Retrieved from https://ojs.scipub.de/index.php/ISS/article/view/3920

Issue

Section

Philological Sciences