თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლები აგროწარმოების. სახელმწიფო რეგულირების

Authors

  • დალი ბაიდაური

Abstract

  საბაზრო ეკონომიკა თავისი არსით გულისხმობს მეწარმისათვის საქმიანობისა და პარტნიორების არჩევის თავისუფლებას, ქვეყანაში დემოკრატიულ მართვა-გამგეობას, კანონის უზენაესობას, შრომის თავისუფლებასა და შრომის შედეგების დაცვას,პროდუქციაზე თავისუფალ ფასწარმოქმნას და ა.შ.

  საბოლოო ანგარიშით, ბაზარი უზრუნველყოფს თავისუფალი კონკურენციის საფუძველზე ამა თუ იმ სახის პროდუქციაზე მოთხოვნა-მიწოდების სწორი თანაფარდობის ჩამოყალიბებას, პროდუქციის ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, შეზღუდული საწარმოო ფაქტორების რაციონალურ განაწილებას და გამოყენებას ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროებში. 

  საბაზრო ეკონომიკის დეფინიცია, დანიშნულება და მიზანი ეჭვს არ იწვევს ეკონომისტთა წრეებში, თუმცა პრობლემა მეურნეობის სახელმწიფო რეგულირების შესახებ მაინც არსებობს და აზრი იმის თაობაზე, საერთოდ უნდა იყოს თუ არა სახელმწიფო რეგულირება, ფრიად განსხვავებულია.

 ერთნი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს როლი მეწარმეობის განვითარებაში ნულამდე უნდა იქნეს დაყვანილი, ხოლო მეორენი კი, პირიქით – ამ მიმართულებით სახელმწიფოს როლის გააქტიურებას მიიჩნევენ.

Author Biography

დალი ბაიდაური

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  აგრარური მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჯინერინგის ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი

Published

2024-02-11

How to Cite

დალი ბაიდაური. (2024). თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლები აგროწარმოების. სახელმწიფო რეგულირების. Foundations and Trends in Research, (5). Retrieved from https://ojs.scipub.de/index.php/FTR/article/view/2968